healthgroup.ge

მედიქალ პარკი ტრაპიზონი, თურქეთი

კლინიკის შესახებ

მედიქალ პარკი თურქეთი

მედიქალ პარკი ტრაბზონი თურქეთი

მედიქალ პარკი: მედიქალის კლინიკების ჯგუფი არის თურქეთის ეროვნული ბრენდი მედიცინის სფეროში.

მედიქალ პარკის ჯგუფი არის თურქული სამედიცინო დახმარების ყველაზე დიდი და ერთ-ერთი ცნობილი ჯგუფი. მედიქალ პარკი დაარსდა 1995 წელს და თავისი საქმიანობის მანძილზე გაიზარდა 25 კლინიკამდე მსოფლიოს 17 ქალაქში.

ამ ჯგუფის კლინიკებში გამოიყენება დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალტექნოლოგიური მეთოდები, რადგან მედიქალ პარკის ჯგუფი ცდილობს იყოს ლიდერი არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მთელ სხვა ქვეყნებშიც, სადაც წარმოდგენილია მედიქალ პარკი.

მედიქალ პარკის დაწესებულებები და სპეციალიზაციები

მედიქალ პარკი თურქეთი

მედიქალ პარკის კლინიკებს შორის 3-მმა კლინიკამ მიიღო მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული სამედიცინო აკრედიტაცია – Joint Commission International (JCI). ეს ნიშნავს, რომ კლინიკა აკმაყოფილებს გამოყენებული ტექნოლოგიების პარამეტრებს, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას, მომსახურეობასა და სამეცნიერო საქმიანობას. აქედან გამომდინარე შესაძლებელია თითოეული პაციენტის დახმარება მედიქალ პარკის მთავარი პრინციპის დაცვით.

მედიქალ პარკი შედგება, როგორც მულტიდისციპლინური სამედიცინო დაწესებულებებისგან, ასევე სპეციალიზებული:

მედიქალ პარკის მიღწევები

მედიქალ პარკის საავადმყოფოების ჯგუფის კლინიკები ლიდერობენ თურქულ სამედიცინო დაწესებულებებს შორის რაოდენობრივი და ხარისხის მაჩვენებლებით. წლების განმავლობაში წარმატებით სრულდება თირკმელის, ღვიძლის, პანკრეასის გადანერგვა.

ბაჰჩელიევლერის კლინიკა - BAHÇELIEVLER MEDICAL PARK

მედიქალ პარკი ბაჰჩელიევლერის კლინიკა თურქეთი

მედიქალ პარკის ეს საავადმყოფო დაარსდა 2007 წელს. საავადმყოფო მდებარეობს ბაჰჩელიევლერში, სტამბოლის ევროპულ ნაწილში. ჰოსპიტალი წლების განმავლობაში უწევს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას ათიათასობით პაციენტს მთელი მსოფლიოდან, რისთვისაც მას მიენიჭა უმაღლესი სამედიცინო აკრედიტაცია – Joint Commission International (JCI).

კლინიკის ადგილმდებარეობას ძალიან მოსახერხებლად თვლიან საზღვარგარეთიდან ჩამოსული პაციენტები. კლინიკა მდებარეობს ათათურქის აეროპორტის მახლობლად, მეტროსადგურთან და ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს. კლინიკა ცნობილია თავისი უახლესი ტექნოლოგიებითა და სპეციალისტებით. სფეროში:

კლინიკა არის ინტენსიური თერაპიის ცენტრიც, გამოიყენება მკურნალობის მოწინავე მეთოდები. საავადმყოფო ასევე იყენებს ინოვაციურ მეთოდებს დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის:

ბევრი პაციენტი ამ კლინიკას ირჩევს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციისთვის. ცენტრი აღჭურვილია სპეციალური ჰეპაფილტრებით, რომლებიც ანეიტრალებს ინფექციების რისკებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ აქ მუშაობენ თურქეთის წამყვანი ექიმები, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ ძვლის ტვინის გადანერგვას. ასევე წარმატებით ხორციელდება:

მედიქალ პარკი FATIH, სტამბული

მედიქალ პარკი FATIH, სტამბული თურქეთი

მედიქალ პარკის ეს ჰოსპიტალიც მულტიფუნქციურია, ამავე დროს სპეციალიზირებულია კარდიოლოგიაში. ყოველწლიურად ტარდება დაახლოებით 1000-ზე მეტი გულის ოპერაცია, ასევე 1500 გულ-სისხლძარღვთა ოპერაცია და დაახლოებით 6000 ანგიოგრაფია. ზოგადად, მედიქალ პარკის ეს კლინიკა წელიწადში 17 000-ზე მეტ ზოგად ქირურგიულ ოპერაციას ატარებს. კლინიკის 500 თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში მუშაობს პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის მომსახურებაზე.

მედიქალ პარკ ფატიჰ ჰოსპიტალი ყოველწლიურად იღებს 6000-ზე მეტ უცხოელ პაციენტს სხვადასხვა ქვეყნიდან.

საავადმყოფოში წარმოდგენილია გინეკოლოგიისა და მეანობის, პედიატრიის, ნეიროქირურგიის, ორთოპედიის, კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის განყოფილებები, სადაც ჯანდაცვის მომსახურება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

მედიქალ პარკი GÖZTEPE HOSPITAL, სტამბული

მედიქალ პარკი GÖZTEPE HOSPITAL, სტამბული

ერთ-ერთი საუკეთესო მულტიდისციპლინური და ონკოლოგიური კლინიკა თურქეთში, რომელიც აღიარებულია მსოფლიო სამედიცინო აკრედიტაციის Joint Commission International-ის მიერ. კლინიკა შედგება სამი შენობისგან: ზოგადი საავადმყოფო, ონკოლოგიური ცენტრი და სტომატოლოგიური კლინიკა. სამივე შენობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული და მდებარეობს სტამბოლის აზიურ მხარეში, გოზტეპეს ბიზნეს და საცხოვრებელ ცენტრში.

კლინიკას შეუძლია მიიღოს ყველაზე მეტი პაციენტი, თურქეთის სხვა კლინიკებთან შედარებით. “Medical Park Hospital Göztepe-ის” ონკოლოგიური ცენტრი პირველი კერძო ონკოლოგიური ცენტრია თურქეთში. კლინიკა დაკომპლექტებულია სამედიცინო ონკოლოგიის, რადიაციული ონკოლოგიის, ქირურგიული ონკოლოგიისა და გენეტიკის თურქეთის წამყვანი სპეციალისტებით.

ამ ცენტრის უნიკალური მომსახურებაა სტომატოლოგია. კლინიკის კომპლექსი პაციენტებს სთავაზობს ყოვლისმომცველ სტომატოლოგიურ მომსახურებას, დაწყებული კბილების გათეთრებიდან იმპლანტაციამდე. ზოგად სტომატოლოგიურ პროცედურებს ემატება ღრძილების დაავადებების მკურნალობა, ასევე სტომატოლოგიური ესთეტიკური, ორთოდონტია და პედოდონტია ჰოლისტიკური მიდგომის უზრუნველსაყოფად.

MEDICAL PARK HOSPITAL COMPLEX, ანტალია

MEDICAL PARK HOSPITAL COMPLEX, ანტალია თურქეთი

ეს არის უმაღლესი სამედიცინო დაწესებულება ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, რომელიც აკრედიტირებულია Joint Commission International (JCI) მიერ. ეს სამედიცინო კომპლექსი შედგება მულტიდისციპლინური კლინიკისა და კარდიოქირურგიის სპეციალიზირებული კლინიკისგან.

ანტალიის კლინიკა მედიქალ პარკი საუკეთესო არჩევანია პაციენტებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ღვიძლის, თირკმლის გადანერგვა, ასევე ნაწლავებთან და პანკრეასთან დაკავშირებული პროცედურები. აქ ამ დარგის საუკეთესო სპეციალისტებია წარმოდგენილი.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ანტალიის მედიქალ პარკის კლინიკა ატარებს ორგანოთა გადანერგვის მაქსიმალურ რაოდენობას თურქეთში მინიმალური გვერდითი ეფექტებით.

ამ დაავადებების დიაგნოსტიკასა და თერაპიაში უფრო მაღალი შედეგების მისაღებად გამოიყენება უახლესი სამედიცინო აღჭურვილობა, როგორიცაა LINAC ხაზოვანი ამაჩქარებელი, PET-CT.

მედიქალ პარკის ამ კლინიკაში წარმოდგენილია:

ასევე, კლინიკა სპეციალიზირებულია:

მედიქალ პარკის ჰოსპიტალი, ბურსა

მაღალკვალიფიციური სპეციალისტების არსებობამ, ინოვაციურმა სამედიცინო ტექნოლოგიებმა, ახალი თაობის სამედიცინო სერვისებმა და წარმატების მაღალმა მაჩვენებლებმა საშუალება მისცა ბურსას მედიქალ პარკის კლინიკას შეუერთდეს Joint Commission International (JCI) მიერ აკრედიტებულ მსოფლიოს საუკეთესო კლინიკების სიას. კლინიკაში ფუნქციონირებს სხვადასხვა სპეციალობის 21 განყოფილება.

Medical Park Bursa Hospital-ში პაციენტების იღებენ თანამედროვე სამედიცინო მომსახურება, ეს იქნება სხვადასხვა დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა, მკურნალობა თუ თერაპია. გამოცდილი ექიმთა ჯგუფი გულმოდგინედ მართავს მკურნალობის პროცესს.

მედიქალ პარკი ბურსაში არის ლიდერი შემდეგ სფეროებში:

მთავარი გვერდი

მთავარ გვერდზე გადასვლა

კონტაქტი

საკონტაქტო ინფორმაცია

595128199